04 დეკემბერი 2024,   12:52
ვრცლად
მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ანადგურებს აშშ-ის მმართველი ძალების ინტერესს და სპობს საქართველოს პროქსი ომის ასპარეზად გადაქცევის შანსებს - ამით იხსნება ის ისტერიული რეაქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა - შაქარიშვილი

2008 წლის ომის გამოძიება, მხოლოდ ნაც-მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის არ არის თავზარდამცემი, არამედ ეს ყველაზე მეტად ქვეყნის გარეთ, მათ პატრონებს აღელვებს! ყველაფერი გაცხადდება, თუ როგორ ხდებოდა გეგმის მიხედვით საქართველოში კონფლიქტის გაღვივება და ომის პროვოცირება, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს მთლიანობის აღდგენის გეგმა სწორად დასახა, ვინაიდან, "ომის გამოძიება, მოღალატეების პასუხისგებაში მიცემა, გულწრფელი ბოდიში და ურთიერთმიტევება გვაახლოებს ქვეყნის გაერთიანების მიზანთან, რაზეც მწვავედ რეაგირებენ როგორც შიდა, ისე გარე მტრები".

შაქარიშვილის განცხადებით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების შემთხვევაში, "აშშ-ის მმართველი ძალებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება უკრაინის სცენარის გამეორება და კიდევ ერთი პროქსი ომის საქართველოში წარმოება. მისივე თქმით, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ყალბი პათეტიკა ხელს ვეღარ შეუშლის მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას".

"2008 წლის ომის გამოძიება, მხოლოდ ნაც-მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის არ არის თავზარდამცემი, არამედ ეს ყველაზე მეტად ქვეყნის გარეთ, მათ პატრონებს აღელვებს! ყველაფერი გაცხადდება, თუ როგორ ხდებოდა გეგმის მიხედვით საქართველოში კონფლიქტის გაღვივება და ომის პროვოცირება. როგორ იხარჯებოდა დიდი ფული იმისათვის,რომ ყალბი პატრიოტიზმით შეფუთულიყო, აღვირახსნილი ომის პროპაგანდა, რომელიც შუღლის გაღვივებას ემსახურებოდა. აბსოლუტურად სწორად დასახა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენის გეგმა! დიახ, 2008 წლის ომის გამოძიება, მოღალატეების პასუხისგებაში მიცემა, ისეთივე აუცილებელი პირობაა, როგორც გულწრფელი ბოდიში და ურთიერთმიტევება! დიახ, სწორედ ეს ნაბიჯები დაგვაახლოებს უპირატესი ეროვნული მიზნის მიღწევასთან! აი, ამაზე რეაგირებენ ყველაზე მძაფრად, როგორც შიდა მტრები, ასევე მათი გარე-პატრონები! შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ! ეს უდიდეს ღირსებას და ვაჟკაცობას ითხოვს და ასევე, ამის თქმის მორალური უფლებაც აუცილებელია და ვინ თუ არა - ბიძინა ივანიშვილი?! მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საბოლოოდ ანადგურებს აშშ-ის მმართველი ძალების ინტერესს, რაც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გამოყენებას გულისხმობს!

ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის უკრაინის სცენარის განმეორებას და სპობს, მცირე მასშტაბის, მაგრამ კიდევ ერთი პროქსი ომის ასპარეზად საქართველოს გადაქცევის შანსებს! მხოლოდ ამით იხსნება, ის წარმოუდგენლად ისტერიული რეაქცია, რაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა! ცხადია, ვერაფერი რაციონალური ვერ იქნება მათ პოზიციაში, მაგრამ ერთ რიტორიკულ კითხვას მაინც დავსვამ - საინტერესოა, ბოდიშისა და ურთიერთმიტევების გარეშე, როგორ წარმოუდგენიათ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და, რაც მთავარია, ჩვენს ძმებთან და დებთან ურთიერთობების აღდგენა? ახლოს ვართ, ახლოს ჩვენს სანუკვარ მიზანთან და ეს აგიჟებს შიდა მტერს და გარეთ მათ პატრონებს! 2008 წლის ავანტიურით, ერთხელ უკვე დაგვაშორეს ამ მიზანს.

სამწუხაროდ, დიდ დანაკარგებთან და ტკივილთან ერთად, გამოცდილებაც შეგვძინა მაშინდელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, ამიტომ ქართველი ხალხი აღარავის მისცემს საშუალებას, ქვეყანა მშვიდობის რელსებიდან გადაიყვანოს! აქვე, უნდა ითქვას, რომ გულისამრევია ეს ყალბი პატრიოტიზმით შეფარული მდაბიო განცხადებები და ჩვენი გმირი ბიჭების სახელებით სპეკულირება! კოლექტიური ნაც-მოძრაობის არცერთ წევრს, არავითარი მორალური უფლება არ აქვს მათი სახელი ახსენოს! ეს ის ხალხია, ვინც დაღუპული გმირების ცხედრები აგვისტოს სიცხეში, ბრძოლის ველზე მიატოვა და რომ არა ჩვენი უწმინდესი და საპატრიარქო, ოჯახები მიცვალებულების დატირებასაც კი ვერ შეძლებდნენ! ეს ის ხალხია, რომელმაც წაგებული ომი აზეიმა ქვეყანას და მაშინ, როცა დაღუპულთა პანაშვიდები მიმდინარეობდა რუსთაველზე ცეკვა-თამაში მოაწყო! ეს ის ხალხია, რომელმაც ომში მტრის ტყვიას გადარჩენილი გმირი სამხედროები დაიჭირა, აწამა და მოკლა, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საკუთარი თვალით ნახეს ომში ნაც-მოძრაობის, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტური და, ხშირ შემთხვევაში, მოღალატეობრივი ქმედებები! ამიტომ ეს ყალბი პათეტიკა ვერ უშველით! ხელს ვეღარ შეუშლიან მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას და თუ გაბედავენ, მაინც გადაგვეღობონ გზაზე, საკადრის პასუხს მიიღებენ!!!" - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

დღის ამბები