33 წლის ქართველი მებრძოლი აცხადებს, რომ UFC-ის საჩემპიონო ქამარს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.
"UFC-ის მეორე ჩემპიონი საქართველოდან! თითქოს, სიზმარში ვარ... განაგრძეთ ოცნება, მაგრამ იშრომეთ ბევრი. ყველაფერი შესაძლებელია! UFC საუკეთესოა. ის ყველას აძლევს შესაძლებლობებს. თუ ბევრს შრომობ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხარ, შენ შეგიძლია, ეს მშვენიერი ქამარი მოიპოვო. დღეს ეს ქამარი ჩემია და ვაპირებ, ის დიდი ხნით შევინარჩუნო", - განაცხადა დვალიშვილმა მეტოქის დამარცხების შემდეგ.
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე - შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, საქართველოს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს.