თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობ, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მსუბუქად დაზიანება გამოიწვია.