სატურნირო მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ალბანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, 100 პროცენტიანი მაჩვენებლით, ჯგუფის ლიდერია.
ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს, 2 მოგების შემდეგ, 6 ქულა აქვს. ბურთების შეფარდება კი, ხუთი გატანილი და ერთი გაშვებული გოლია.
მეორე-მესამე პოზიციებს ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებები ინაწილებენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე უკრაინის გუნდია, რომელთანაც საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 11 ოქტომბერს, პოზნანში გამართავს.