კოჭი გადამიბრუნდა, მტკიოდა და ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ ვერ შევძელი რაც მინდოდა - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ალბანეთთან მოგების შემდეგ ისაუბრა.
"კოჭი გადამიბრუნდა, მტკიოდა და ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ ვერ შევძელი, რაც მინდოდა. ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი, მაგრამ მთავარია ნაკრებმა გაიმარჯვა და ვფიქრობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რაც შევძელი, იმით დავეხმარე. დანარჩენს ალბათ დრო გვანახებს უკვე და შევეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. მთავარია, მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე,“ - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - "ჯვაროსნებმა" მეტოქეს ანგარიშით 0:1 სძლიეს. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით, საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მას, საერთო ჯამში, 6 ქულა აქვს.