22 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი კანადის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და საქართველოში კანადის დანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა), კევინ ჰამილტონს შორის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი. უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

"შეხვედრის ფარგლებშიб ელჩმა კევინ ჰამილტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დღის ამბები