22 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ცესკო ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობაზე საუბრობს

ცესკო ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობაზე საუბრობს.

ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ხელოვნურად ორგანიზებული საჩივრების გზით, გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებული მანიპულაციური კამპანია.

ცესკოს ინფორმაციით, 9 სექტემბერს, თითქმის ერთი და იგივე შინაარსის 15 საჩივარი შევიდა, რაც მათივე თქმით, ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებისა და წევრების არჩევის გასაჩივრების ორგანიზებული პროცესია.

"საქმე ეხება, ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების არჩევის სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივად გასაჩივრების ორგანიზებულ პროცესს.


გუშინ, 9 სექტემბერს, 15 თითქმის ერთი და იგივე შინაარსის საჩივარი შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთის მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე.

მეორეს მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

 

დღის ამბები