22 ნოემბერი 2024,   10:11
ვრცლად
საქართველომ პარალიმპიადაზე მეშვიდე მედალი მოიპოვა

ქართველმა პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა (73 კგ, კატეგორია J2) პარალიმპიადაზე მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, პარიზის პარალიმპიადაზე ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ყაზახი აიალა მერეკე დაამარცხა და პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მესამე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ინა ქალდანმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა, ნახევარფინალი კი ჩინელ იუე ვანგთან დათმო.

ინა ქალდანი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანია.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

დღის ამბები