22 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
კონორ მაკგრეგორი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, კონორ მაკგრეგორს ირლანდიაში 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს. ინფორმაციას foxnews-ი ავრცელებს. 

36 წლის მაკგრეგორმა ხუთშაბათს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მიანიშნებდა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე და საკუთარ თავს "ერთადერთი ლოგიკური არჩევანი” უწოდა.

სავარაუდოდ, წელს კონორ მაკგრეგორი UFC-ში არ დაბრუნდება.

მაკგრეგორის განმარტებით, პრეზიდენტის თანამდებობა მას უფლებას მისცემს, მოიწვიოს ან დაშალოს საკანონმდებლო ორგანო და მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ირლანდიელ მოქალაქეებს აწუხებთ.

დღის ამბები