დონალდ ტრამპმა ამერიკაში მცხოვრებ ისრაელელ დონორებს უთხრა, რომ კამალა ჰარისის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამერიკა ისრაელს მიატოვებს.
"თქვენ აღარ გექნებათ ისრაელი, თუ ის პრეზიდენტი გახდება, ამიტომ ხმა მე უნდა მომცეთ"" - აღნიშნა ტრამპმა ლას-ვეგასში შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
ექსპრეზიდენტის თქმით, შტატებში კოლეჯებმა უნდა დაასრულონ ანტისემიტური პროპაგანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ აკრედიტაციას და ფედერალურ მხარდაჭერას.