22 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
საზოგადოებისგან ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ დავამარცხოთ ის პროპაგანდა, არაფერი რომ არ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია 2-3 თაობაში მოახერხოს ის, რაც ვერცერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა - მამუკა მდინარაძე

ქართული საზოგადოებისგან ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ, დავამარცხოთ ის "თანამედროვე", "ტრენდული" დაავადება, პროპაგანდა, არაფერი რომ არ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია სულ ორ-სამ თაობაში მოახერხოს ის, რომელიც ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში ვერ მოახერხა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ უცხოელი კოლეგებიც უერთდებიან იმ პათოსს, რომ ეს არის ცუდი კანონპროექტი.

"ყველა სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობს თავი დააღწიოს იმ ქმედების შედეგს, რომელსაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის მხარის არ დაჭერა. რეალურად, მთელ ამ აგენტურას, ამ კანონთან დაკავშირებით, ერთი ცუდი რამ სჭირს - მათ რომ მხარი დაეჭირათ, სერიოზულად მოხვდებოდათ პატრონებისგან; როცა არ უჭერენ მხარს, სერიოზულად ხვდებათ არჩევნებზე, საზოგადოებისგან. აქ არიან გაჭედილები. შესაბამისად, მთელი ეს ნარატივი სულ ყალბია. რეალურად ყველა მათგანმა, "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა კლასტერმა, აგენტურული ოპოზიციის მთელმა შემადგენლობამ მხარი არ დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ისევე როგორც, წინასწარ ვიცით, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც არ დაუჭერენ მხარს. ამის გამო, ქართული საზოგადოებისგან, მათ შორის, ამისთვის ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის "თანამედროვე", "ტრენდული" დაავადება, პროპაგანდა, არაფერი რომ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია სულ ორ-სამ თაობაში მოახერხოს ის, რომელიც ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში ვერ მოახერხა.

ძალიან სამწუხაროა, რომ უცხოელი კოლეგებიც უერთდებიან იმ პათოსს, რომ ეს არის ცუდი, ლგბტ პროპაგანდის დასაცავად უნდა დავირაზმოთ და ასეთი კანონები არ უნდა მივიღოთ. პირიქით, ასეთი კანონები უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობები!“- განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები