22 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 53.6 მეათედი მილიარდი ლარი შეადგინა.

უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 20 ნახევარი მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12 ნახევარი პროცენტით მეტია.

დღის ამბები