22 ნოემბერი 2024,   10:07
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში იმყოფება

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, მონღოლეთის ლიდერთან.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.

მედიის ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი დაარწმუნა, რომ მას არ დააკავებენ. მონღოლეთის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს უკრაინის საგარეო უწყება.

"მონღოლეთმა ნება დართო ბრალდებულ დამნაშავეს, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის სამხედრო დანაშაულებზე", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

დღის ამბები