25 ნოემბერი 2024,   22:06
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელების განხილვა გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა გრძელდება. დღევანდელი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.  

დღეს განხილვის მეორე დღეა. სხდომა ნახევარი საათის წინ დაიწყო. ამ წუთებში მხარეები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უსმენენ, რომელიც კანონის აღსრულების ნაწილზე საუბრობს. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვევით იმყოფებიან. სხდომის დროს იყო მცირე კამათიც. 

სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს. ისინი კანონის გაუქმებას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სადაოდ გამხდარი ნორმების შეჩერებას მოითხოვენ.

 

ავტორი: მარიამ ურუშაძე. 

დღის ამბები