კიტრით, სალმონელას გავრცელებასთან დაკავშირებით ცნობები, 2024 წლის 11 მარტიდან დაიწყო.
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული მონაცემები აჩვენებს, რომ კიტრი დაბინძურებული იყო სალმონელით, რომელიც ადამიანებს გადაედოთ.
კიტრით გავრცელებულმა სალმონელამ, ამ დრომდე, 31 შტატში 449 ადამიანი დააინფიცირა.
არსებული ინფორმაციით, 360 ადამიანიდან 125 ჰოსპიტალიზაცია დაფიქსირდა, მაგრამ სიკვდილი არ დაფიქსირებულა.
სალმონელას თავიდან ასაცილებლად აუცილებელია: სისუფთავე: ხშირად დაიბანეთ ხელები, გაასუფთავეთ ზედაპირები. ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ გამდინარე წყალში.
სალმონელას ინფექციის სიმპტომებს მიეკუთვნება - დიარეა, ცხელება, სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბაქტერიის გადაყლაპვიდან 6 დღემდე.