25 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
გასულ წელს, ევროპაში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, 50 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

გასული წლის განმავლობაში, ევროპის კონტინენტზე, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, 47 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Deutsche Welle უახლეს ანგარიშზე დაყრდნობით წერს

მკვლევარების შეფასებით, 2023 წლის განმავლობაში, სამხრეთ ევროპას კონტინენტზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

საბერძნეთში, სიცხის გამო, ყოველ მილიონ მოსახლეზე, დაახლოებით 400-მდე გარდაცვლილი მოდის. მას მოჰყვება ბულგარეთი (მილიონ მოსახლეზე 229 გარდაცვლილი), იტალია (მილიონ მოსახლეზე 209 გარდაცვლილი) და ესპანეთი (175 ადამიანით). Deutsche Welle ხაზს უსვამს გერმანიის მაჩვენებელს - მილიონ მოსახლეზე 76 გარდაცვლილი.

ამავე ანგარიშის მიხედვით, სიცხის შედეგად, ქალების გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად აღემატება კაცებისას.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება მაღალი ტემპერატურით გარდაცვალების რისკიც. 

დღის ამბები