25 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
დღეს, ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა - კახა კალაძე

დანიური ფონდის დაფინანსებით და ოპოზიციის მონაწილეობით რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. დემოკრატიის ფესტივალს ამჯერად ქუთაისი მასპინძლობს.

მსგავსი შინაარსის ღონისძიებების უცხოური ფულით დაფინანსებას ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს მმართველი გუნდი, სადაც არ გამორიცხავენ რომ საგარეო უწყებაში დანიის ელჩი დაიბარონ:

"დემოკრატიის ფესტივალი უბრალოდ შეფუთულია, ეს სახელი დაარქვეს. რეალურად, ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც თუ არ ვცდები დანიის მთავრობისგან ფინანსდება, ეს ყველაფერი სამწუხაროა. დღეს, ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.  პირდაპირ, ღიად ხდება უცხოეთიდან ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. ასეთი რამ ევროპულ ქვეყნებში რომ მოხდეს, პირველი იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება დაფინანსება, რა თქმა უნდა, გაძევებული იქნებოდა. შესაბამისად, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება აღნიშნული თანხების გადმორიცხვა. რა დემოკრატიაზეა საუბარი, პირდაპირ, ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა,"- აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

დღის ამბები