25 ნოემბერი 2024,   00:11
ვრცლად
ტერორისტული აქტი სომალის დედაქალაქში - დაღუპულია სულ მცირე 32 პირი

ტერორისტული აქტი სომალის დედაქალაქ მოგადიშოში - თვითმკვლელი ტერორისტი ერთ-ერთ სანაპირო რესტორანს დაესხა თავს, რის შედეგადაც სულ მცირე 32 მოქალაქე დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმციას CNN-ი ავრცელებს.

სახელმწიფო მედია საშუალება SONNA-ს ცნობით, სომალის მებრძოლთა ჯგუფის "ალ-შაბააბის" ექვსი წევრი ლიდოს სანაპირო მდებარე რესტორან Beach View Hotel-ს თვითმკვლელი ტერორისტის დახმარებით დაესხნენ თავს.

SONNA-ს ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა ხუთი თავდამსხმელი გაანეიტრალეს, თუმცა უცნობია მე-6 თავდამსხმელის მდგომარეობა.

 

დღის ამბები