ამერიკელი პოპ მომღერლის, ბრიტნი სპირსის მემუარების მიხედვით, ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანია Universal-მა ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიის "ქალი ჩემში-ს“ მიხედვით ფილმის გადაღების უფლებები შეიძინა.
ფილმის რეჟისორი ჯონ მ. ჩუ იქნება, რომელიც ცნობილია ფილმით "Step Up". ფილმის პროდიუსერი ოსკარზე ნომინირებული მარკ პლატია, რომელიც მუშაობდა ფილმებზე "La La Land" და "Cruella".