ვულოცავ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ლაშა ბექაურს საქართველოსთვის მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლაშა ბექაურის გამარჯვებამ უდიდესი სიხარული მოუტანა მთელ საქართველოს.
"პირველი ოქროს მედალი საქართველოს – ლაშა ბექაურის გამარჯვებამ უდიდესი სიხარული მოუტანა მთელ საქართველოს.
ვულოცავ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ლაშა ბექაურს საქართველოსთვის მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს!
ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერებულ საქართველოს ჰიმნს!
წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს და ჩვენს ქვეყანას!" – წერს კალაძე.