22 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
მიმდინარე წლის ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9 პროცენტია - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა

ივნისის თვე - 7.5%, მიმდინარე წლის ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი - 9% - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. საქსტატმა ის დარგებიც განსაზღვრა, რომლებმაც ივნისის თვის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

მთავრობის საფინანსო გუნდში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემები, ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას ადეკვატურად ასახავს. არსებული მაკროეკონომიკური გარემო, აღმასრულებელი მთავრობის წევრებს, სამომავლოდ დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევს.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საკმარისი არ არის ოპოზიციის წევრებისთვის. ოპონენტების საპასუხოდ, მმართველ გუნდში მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე ამახვილებენ ყურადღებას.

ქვეყნის განვითარებისთვის რომ ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის ტემპის შენარჩუნებაა.

ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარ შეფასებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ყოველთვიურად აწარმოებს.

 

დღის ამბები