ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი კონსტიტუციასთან არათავსებადია, ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. დღეს, მათ ბათუმში სარჩელი ერთობლივად შეიტანეს.
ოპოზიციის სარჩელი, კანონის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად მიაჩნიათ მმართველ გუნდში. მათი თქმით, განხილვის დაწყებიდან ამ დრომდე, ოპონენტებმა კანონის წინააღმდეგ ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინეს.
საპარლამენტო ოპოზიციის სარჩელზე არ არის "გირჩის" ხელმოწერა. პარტიის წევრებისთვის გაუგებარია, რატომ მიმართავენ ოპოზიციონერი კოლეგები იმ საკონსტიტუციო ორგანოს, რომელსაც ღიად აკრიტიკებენ.
ოპოზიციის სარჩელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არა ქართული საზოგადოების, არამედ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლები არიან - ასე ფიქრობენ უმრავლესობაში. კანონის ინიციატორები გამჭვირვალობის პრინციპის დანერგვის აუცილებლობაზე და ოპოზიციის პოლიტიკურ დღის რეჟიმზე აკეთებენ აქცენტს.
ოპოზიციის სარჩელს, საკონსტიტუციო სასამართლო - პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის სარჩელებთან ერთად განიხილავს. მერაბ ტურავამ დღეს განმარტა, რომ საქმის წარმოების შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა პლენუმი მიიღებს და პროცესი კანონით დადგენილ ვადაში გაიმართება.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" ის დებულებები, რომლებიც უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებას და წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, 3 სექტემბრიდან ამოქმედება.