22 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ავსტრალიის სანაპიროსთან, 55 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელზეც 21 ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიის სანაპიროსთან ჩაძირული გემი MV Noongah-ი, 55 წლის შემდეგ იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გემის ჩაძირვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 71 მეტრიან გემს მეტალი გადაჰქონდა, როდესაც 1969 წელს, ნიუ საუს ველსის სანაპიროსთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა.

გემის სამძებრო სამუშაოები, ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამძებრო ოპერაციად ითვლება.

ეკიპაჟის 26 წევრიდან, 5 მათგანი გემის ჩაძირვიდან მალევე ამოიყვანეს წყლიდან, თუმცა გარდაცვლილებიდან მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გემის ჩაძირვის ადგილი, ავსტრალიურმა სამეცნიერო სააგენტომ, ზღვის ფსკერის მაღალი რეზოლუციის რუკებისა და ვიდეო კადრების გამოყენებით ოფიციალურად დაადასტურა.

დღის ამბები