22 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს

ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს. ქართველმა ძიუდოისტმა პარიზის ოლიმპიადაზე ორი დაპირისპირება მოიგო, თუმცა მეოთხედფინალში ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა და რეპე-შაჟში გადაერთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრინჯაოს მედლის მოსაგებად, ქართველმა კიდევ ორი შეხვედრა უნდა მოიგოს. ნახევარფინალში მისი მეტოქე მონღოლი ძიუდოისტი იქნება.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა კი, ბრძოლა პირველივე წრეში, ფრანგ მეტოქესთან დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

დღის ბოლოს, საქართველოს სახელით კიდევ ერთი ათლეტი იასპარეზებს - ოლიმპიადაზე მოკრივე ლაშა გურული გამოვა.

დღის ამბები