22 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
"თურმე, არასამთავრობო სექტორის აბსოლუტური უმრავლესობა მკვეთრად "დაბურული მინებით" მუშაობს" - გურამ მაჭარაშვილი ახალ კვლევაზე

"ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ ახალი კვლევას არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორის უმრავლესობა არაგამჭვირვალედ მუშაობს და რომ არ სურთ გამოჩნდეს, თუ როგორ იხარჯება მათი დონორების ფული.

"დავინახეთ ძალიან კარგად, რომ ვამბობდით მართალს არასამთავრობო სექტორზე, როდესაც ვუწოდებდით, რომ არა ქართულ საზოგადოებას, არამედ, უცხოურ ძალებს წარმოადგენდნენ. რომ ისინი იღებდნენ არა გამჭვირვალე, არამედ "შავ ფულს." ახლა, როდესაც დადასტურდა "ქართული ოცნების" ბრიფინგზე, რომ აბსოლუტური უმრავლესობა არასამთავრობო სექტორის, თურმე, მუშაობს მკვეთრად "დაბურული მინებით," მაგრამ, სამაგიეროდ, ღია მინებით მუშაობს თავიანთ პატრონებთან, დონორებთან, ამიტომაც შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის წინააღმდეგ კანონი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ახალ კვლევას ასაჯაროებს. ჩატარებული კვლევის შედეგებზე, დღის პირველ ნახევარში, გივი მიქანაძემ ისაუბრა. დეპუტატმა კვლევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ წარადგინა, რომლებმაც, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. კვლევამ აჩვენა, რომ 121 ორგანიზაციიდან 22 პროცენტს ოფიციალური ვებგვერდი არ აქვს. 31 პროცენტს არ აქვს პროექტების დასახელება, არ უთითებს დონორს, 45 პროცენტს არ აქვს მითითებული ვადები, 65 პროცენტს კი - გრანტის ოდენობა. 34 პროცენტს არ აქვს მითითებული ინფორმაცია ორგანიზაციის გუნდის წევრების შესახებ, 79-ს კი არ აქვს განთავსებული წლიური ანგარიში.

 

დღის ამბები