22 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ადიგენში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 2 მამაკაცი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ 1 პირი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რასაც ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 1 ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მამაკაცები გარკვეულ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, როდესაც შემთხვევა მოხდა. 

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი დაღუპული დახვდა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. 

 

დღის ამბები