22 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი "სიამაყეა" და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მხრიდან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შეფასებას ეხმაურება და წერს, რომ გაუგებარია, რა სჭირთ ბოლო პერიოდში ფსევდოლიბერალებს.

მისი განმარტებით, სხვა ოპოზიციამ ისე იცვალა მხარე, რომ "ქართული ოცნების" ყველაზე კონსერვატორ ამომრჩევლებსაც გადაუსწრო.

"დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია "იმედის" მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი "სიამაყეა" და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო.

ოლიმპიადის გახსნიდან გამომდინარე კონტექსტიც საერთოდ არანაირ კავშირშიაო…
და ასეთი ისტერია საქართველოში რატომ?

ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ "ქართული ოცნების" ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით!

რა ჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს?

რუსეთის მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ, აღარ ითხოვენ! ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ბომბებით წვა კი არა, მშვიდობაზე ლოცულობენ…

ერთი დარჩა, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო - უნდა თქვან. დანარჩენში უკვე ზედმეტად გადაგვისწრეს", - წერს მამაუკა მდინარაძე.

დღის ამბები