ცნობილი ჩინელი ინფლუენსერი, 24 წლის პან სიაოტინგი, ჭამის მარათონში მონაწილეობის დროს, პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა.
ექსტრემალური ჭამის მოყვარული პან სიაოტინგი, 10-საათიანი ჭამის მარათონში მონაწილეობდა, რა დროსაც გარდაიცვალა.
პან სიაოტინგმა პოპულარობა Mukbang-ის გადაღებით, ანუ კამერის წინ, პირდაპირ ეთერში ყოფნისას, დიდი რაოდენობის საკვების მიღების ვიდეოებით მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ პან სიაოტინგს მშობლები და ახლობლები სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ, ის განაგრძობდა სახიფათო ვიდეოკონტენტის გადაღებას, რომელიც, ხშირად, ერთი სეანსის განმავლობაში, 10 კგ-მდე საკვების მიღებას ითვალისწინებდა. საბოლოო ჯამში, ექსტრემალურმა კვებამ ბლოგერს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
ცნობისთვის, Mukbang-ი პოპულარული ტენდენციაა, რომელიც სამხრეთ კორეაში 2000-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მისი პოპულარობა მთელ მსოფლიოში გაიზარდა.
2020 წელს, მზარდი ტენდენციის საპასუხოდ, ჩინეთმა, Mukbang-ით ზედმეტად გატაცების შესაჩერებლად, წესები შემოიღო. სტრიმერები, რომლებიც წესებს დაარღვევენ, ჯარიმდებიან.
პანმა განაგრძო მისი სახიფათო სტრიმინგის ჩვევები, რაც ხშირად მოიცავდა 10 კგ-მდე საკვების მიღებას ერთ სესიაზე, მიუხედავად მშობლებისა და კეთილისმყოფლების გაფრთხილებისა.