22 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
სამგორში, გახოკიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი გაეცნო

სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. 2400 მეტრის სიგრძის ქუჩაზე, ამჟამად, მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია სანიაღვრე ქსელის მოწყობა და საგზაო სამუშაოები.

მიმდინარე პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი გაეცნო. კახი კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები.

ქუჩაზე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 ივლისს დაიწყო და 9 თვეში დასრულდება.

დღის ამბები