პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს სულ 13 მედალი გათამაშდა. 13 ოქროდან, 3 ავსტრალიამ მოიპოვა, 2 - ჩინეთმა, დანარჩენი ოქროს მედლები კი ოლიმპიადაში მონაწილე 8 ქვეყანამ გადაინაწილა.
3 ოქროსთან ერთად, ავსტრალიამ 2 ვერცხლის მედალი მიიღო და გუშინდელი დღის ლიდერი გახდა. ქვეყანას ოქრო მოუტანა ველოსპორტსმენმა გრეის ბრაუნმა. დანარჩენი 4 მედალი კი, ავსტრალიამ საწყლოსნო აუზიდან მიიღო.
პირველი 2 ოქრო თამაშებზე ჩინელმა სპორტსმენებმა მოიგეს, თუმცა დღის ბოლოს, ოქროს მედლებს მხოლოდ ბრინჯაო შემატეს. როგორც ლიდერს, 5 მედალი აქვს აშშ-საც, თუმცა აქედან მხოლოდ ერთია ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
4 მედალი აქვს საფრანგეთს, მათ შორის, 1 ოქროა. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა საფრანგეთის შვიდკაცა რაგბის ნაკრები, რომელმაც ფინალში სპორტის ამ სახეობაში ფიჯი დაამარცხა. საფრანგეთის ორი ვერცხლიდან ერთი ქართველის ანგარიშზეა - ლუკა მხეიძემ ძიუდოს ტურნირში მხოლოდ ფინალი დათმო. პრეზიდენტმა მაკრონმა წარმატება მას პირადად მიულოცა.
თითო ოქრო მოიპოვეს ბელგიამ, იაპონიამ, ყაზახეთმა, გერმანიამ, ჰონკონგმა და სამხრეთ კორეამ.