ახალციხეში, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შეხვედრა მიმდინარეობს.
ღონისძიებას ესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის მედიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოში, მოქმედებს C ჰეპატიტისა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამები.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა და დღემდე პროგრამაში 88 000-მდე მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 84 000-მდე მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებელია 99%.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე, სამკურნალო მედიკამენტი ანაზღაურდება სრულად სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
2024 წელს, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც დაიწყო, რომელიც ასევე სრულად ფინანსდება.
პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
ავტორი: მაია იველაშვილი