"ვარსკვლავური ომებიდან" პრინცესა ლეიას ბიკინი, აუქციონზე 175 000 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოქროს ბიკინი მსახიობ კერი ფიშერს "ვარსკვლავური ომების" ფილმ "ჯედაის დაბრუნებაში" ეცვა. აღნიშნული კოსტიუმი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსია.
კერი ფიშერი იხსენებდა, რომ პრინცესა ლეას სამოსის ნახვის დროს, ეგონა, რომ რეჟისორი ჯორჯ ლუკასი "ხუმრობდა".
მსახიობი, 2016 წელს, გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე გაკეთებულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ პერსონაჟის სამოსში გამოწყობილი ფიქრობდა, რომ შიშველი იყო და თავს უხერხულად გრძნობდა, რის გამოც ხშირად ნერვიულობდა.