"რკინის კაცი" - რობერტ დაუნი უმცროსი, Marvel-ის კინოსამყაროში ბრუნდება. მსახიობი ბოროტმოქმედის, დოკტორ დუმის როლს შეასრულებს.
რობერტ დაუნი უმცროსი გამოჩნდება შემდეგ ფილმებში: "შურისმაძიებლებში - განკითხვის დღე", რომელიც 2026 წლის მაისში გამოვა და 2027 წლის მაისში დაანონსებულ ფილმში - "შურისმაძიებლები: საიდუმლო ომები".
ამასთან, კევინ ფაიგიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შურისმაძიებლების შემდეგი ორი ფილმის რეჟისორები ძმები რუსო იქნებიან.
რობერტ დაუნი უმცროსი დოქტორ დუმის როლზე გრანდიოზული ცერემონიით წარადგინეს.
"ვიქტორ ფონ დუმი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერსონაჟია ყველა კომიქსში... ის პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია კომიქსებში. შესაბამისად, თუ ჩვენ მის ეკრანზე გამოჩენას ვაპირებთ, მსოფლიოში უდიდესი მსახიობი დაგვჭირდება“, - განაცხადა ჯო რუსომ რობერტ დაუნი უმცროსზე და მის ახალ როლზე საუბრისას.