22 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
სოფელ ლალისყურში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თელავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ორი ადამიანი მოკლა.

საგამოძიებო უწყებამ, ნივთმტკიცების სახით, ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც. დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

დღის ამბები