ზაფხული, შავი ზღვისპირეთი და მუსიკალური დღესასწაული - ტრადიცია არც წელს დაირღვა. ბათუმის კორტები რიგით მეჩვიდმეტე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს.
დატვირთული სამი დღე და მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები - ორგანიზატორები სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. ისე როგორც წინა წლებშიც, წელსაც პროგრამა ცნობილ ბენდებსა და შემსრულებლებს აერთიანებს.