ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს ვარსკვლავური სეზონი დასრულდა. "პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებული გიორგი დიასამიძე გახდა. პროექტის მთავარი პრიზი - ბინა, სწორედ დიასამ მოიგო. საჩუქრების გარეშე არც ფინალისტები დარჩნენ.
დაპირისპირებები, კონკურენცია, ახალი დაუგეგმავი ცხოვრება, მოულოდნელი ინტრიგები და ადამიანების რეალური ხასიათი - მონაწილეების ოთხთვიანი თანაცხოვრების შემდეგ საფინალო სკამზე სამი მონაწილე აღმოჩნდა, მაყურებელთა 90 პროცენტზე მეტმა კი მხარდაჭერა დიასას გამოუცხადა.
"პრაიმ ჰაუს All star-ში" წინა ოთხივე სეზონის 14 გამორჩეული პერსონაჟი მონაწილეობდა.