22 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზე და მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის - კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით, ჩვენი ქვეყანა 45-ე ადგილზეა

პროგრესი საქართველოს კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსის მიხედვით აქვს. დემოკრატიის მრავალფეროვნების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ქვეყანამ 4 ბალიანი სისტემიდან 2,86 ქულა დაიმსახურა.

საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. შეფასებაში საუბარია წინა და მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდთან დაკავშირებულ კონტრასტზეც. რეიტინგში 2012 წლამდე, საქართველო 93-ე ადგილზე იყო. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანა 48 საფეხურით დაწინაურდა და შეფასების გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა. მსოფლიო რეიტინგში კი საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორისაა და უსწრებს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილს და დიდი შვიდეულის 2 სახელმწიფოს.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგს უნდობლობას უცხადებენ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები საერთაშორისო პარტნიორების ძველ განცხადებებს იშველიებენ. ნაწილი მათგანი ამბობს, რომ პრობლემა თავად კონსტიტუციაშია, რომელიც მათი შეფასებით ერთპიროვნულადაა შედგენილი.

ოპოზიციის განცხადებები არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ხშირად კონსტიტუციას სწორედ მათი ოპონენტები არღვევენ. "ქართულ ოცნებაში" საუბრობენ სალომე ზურაბიშვილის როლზეც. მათი შეფასებით, მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობით, ქვეყნის მთავარი კანონის დამრღვევი ხშირად ყოფილა. განმარტავენ, რომ რეიტინგებმა მთავრობის ძალისხმევა, კანონის უზენაესობის მიმართ, კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ანალოგიური შეფასება საქართველომ გასულ წელსაც დაიმსახურა. "დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-Dem) მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 4000-მდე ექსპერტი ჰყავს. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რომელსაც მსოფლიოს ბანკის "გლობალური მმართველობის ინდიკატორები" და ატლანტიკური საბჭოს "თავისუფლების ინდექსი" ეფუძნება.

დღის ამბები