22 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობოებზე: უცხოეთიდან მათი დაფინანსება ხმარდება საქართველოში რადიკალური "ნაციონალური მოძრაობის" და მისი დანამატების ფინანსურ უზრუნველყოფას

ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დანამატი და უცხოეთიდან მათი დაფინანსება ხმარდება საქართველოში რადიკალური "ნაციონალური მოძრაობის" და მისი დანამატების ფინანსურ უზრუნველყოფას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"ეს არ არის არც პირველი და არც იქნება უკანასკნელი შემთხვევა და ეს განპირობებულია იმით, რომ ფაქტობრივად, ეს არასამთავრობო სექტორის, რომელიც თითქოსდა დემოკრატიასთან პლურალიზმთან იყო დაკავშირებული, მიზნები დღეს არის სააშკარაოზე გამოტანილი. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დანამატი და უცხოეთიდან მათი დაფინანსება ხმარდება საქართველოში რადიკალური "ნაციონალური მოძრაობის" და მისი დანამატების ფინანსურ უზრუნველყოფას. რაღაც სათაურების უკან უცხოური ფულით ქართულ პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევა ხდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები