ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ სარკინიგზო კატასტროფაში, მემანქანე და რკინიგზის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნეს და 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საქმე ეხება 11 წლის წინ მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას, რომელსაც 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე საშინელი სარკინიგზო კატასტროფის დროს, ჩქაროსნული მატარებელი Alvia 04155, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, სანტიაგო დე კომპოსტელასთან, მკვეთრ მოსახვევში, რელსებიდან გადავიდა, ბეტონის კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. 2013 წელს მომხდარი ავარიის შედეგად, 79 ადამიანი დაიღუპა და 143 დაშავდა.