22 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
დღეს შეცვლილი აქვთ რიტორიკა, რადგან ხალხისგან ალიყური მოხვდათ და მიხვდნენ, რომ არჩევნებზე ისე ვერ აიღებდნენ იმ 1 და 2 პროცენტს - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიცია მიხვდა, რომ რიტორიკის შეცვლის გარეშე არჩევნებზე იმ 1 და 2 პროცენტსაც ვერ აიღებდა, რადგან საზოგადოებისგან ალიყური მიიღეს.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებდა რუსეთიდან ფრენები გაეუქმებინა და სავიზო რეჟიმი დაეწესებინა, ახლა კი სულ სხვა რიტორიკა აქვთ.

"თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ ამ რადიკალებს სირცხვილის ნატამალიც არ შერჩათ. რაღაცას რომ ამბობ, მერე შეიძლება გაიაზრო, რომ არასწორი იყო და შეცდომას უშვებდი, მაგრამ ისე მაინც გააკეთე, რომ არ შერცხვე და სახე შეინარჩუნო. სანქცია დაუწესეთო, მიტინგებს გვიწყობდნენ, ახალგაზრდები აიყოლიეს, ფრენები გააუქმეთო და რეები არ დაგვაწიეს. დღეს როგორი შეცვლილი რიტორიკა აქვთ და ამათ ჰგონიათ, რომ ქართულ საზოგადოებას ეს არ ახსოვს. მოგვიწოდებენ, რომ ჩარტერული რეისით გაგვეშვა მებრძოლები, რომელსაც ვერც ერთმა ევროპულმა ნატოს წევრმა ქვეყანამ ვერ მოაწერა ხელი და პირიქით, მოუწოდებენ თავის მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ. დღეს შეცვლილი აქვთ რიტორიკა, რადგან ხალხთან რომ გავიდნენ, ალიყური მოხვდათ და მიხვდნენ, რომ არჩევნებზე ისე ვერ აიღებდნენ იმ 1 და 2 პროცენტს", - განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები