იორდანიაში, ჯერაშის კულტურის ფესტივალზე ანსამბლი "ბათუმი" ქართული ტრადიციული ცეკვებით წარსდგა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ჯერაშის კულტურული ფესტივალი წელს მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიებას იორდანიის კულტურის მინისტრი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.