საფრანგეთის პოლიცია, პარიზში, ავსტრალიელი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეს იძიებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
25 წლის ავსტრალიელი ქალის განცხადებით, ის 5-მა მამაკაცმა დედაქალაქის ცენტში გააუპატიურა, რის შემდეგაც მან იქვე არსებული რესტორნის შენობას შეაფარა თავი.
ქალი რესტორნის თანამშრომლებმა იპოვეს და პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები გამოიძახეს.
ჯერჯერობით, პოლიციას არავინ დაუკავებია, თუმცა ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე გამოძიების დაწყებას ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ადგილზე ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს.
გაუპატიურების ფაქტი, პარიზში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.