სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა იზრდება. ხაშურში მცხოვრებ მოქალაქეებს, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისით სარგებლობა, დღეიდან შეუძლიათ. ახალ შენობაში ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. იუსტიციის სახლში 20 მდე ადგილობრივი დასაქმდა.
საქართველოს მასშტაბით რიგით 121-ე და შიდა ქართლში მე-9 იუსტიციის სახლი პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი კობახიძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას უკავშირდება.
იუსტიციის სახლების გარდა, რაიონული ცენტრებისგან მოშორებით მცხოვრები მოქალაქეები მომსახურებას მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით იღებენ. პროექტი, საქართველოს მასშტაბით, 90 სოფელს ფარავს. სახელმწიფოს შეთავაზებით, ყოველდღიურად, 20 ათასზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. კონკრეტულ, წარმატებულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა იუსტიციის მინისტრმაც.
მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, დამატებით, 10 იუსტიციის სახლის გახსნაა დაგეგმილი.