22 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
NATO უკრაინის ალიანსში მიღებას არ აპირებს - გორდონი

NATO უკრაინის ალიანსში მიღებას არ აპირებს. ამის შესახებ ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა განაცხადა. გორდონმა ამის სამი მიზეზი დაასახელა.

"პირველი მიზეზი ის არის, რომ, მათი აზრით, უკრაინა საერთოდ არ არის მზად გახდეს NATO-ს წევრი, რადგანაც ჩვენი კანონმდებლობა, რეფორმების ჩატარების შედეგი და სხვა ასპექტები NATO-ს სტანდარტებს არ შეესაბამება.

მეორე მიზეზი ის არის, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც მთელ თავის ტერიტორიას ვერ აკონტროლებს. და NATO-ში ისეთი ქვეყნის მიღებას, რომელიც იბრძვის თავისი ტერიტორიისთვის, ისინი არ აპირებენ, მათთვის ეს არის ამ ომში ჩათრევის რისკი. ეს არ სურთ. მათ არ სურთ უკრაინისთვის ბრძოლა. მე ეჭვი მაქვს, რომ ლატვიისთვის და პოლონეთისთვისაც არ სურთ ომში ჩართვა. ნუ შეიძლება პოლონეთისთვის ცოტა კი, მაგრამ ზოგადად არ არიან ომისთვის განწყობილები. უკრაინისთვის ომისთვის მით უმეტეს. ვიდრე უკრაინა რუსეთთან ომშია, არანაირ NATO-ზე საუბარიც არ შეიძლება იყოს.

და მესამე მიზეზი. მე როგორც გავიგე, აშშ-ს, ევროკავშირს და რუსეთს შორის მომავალ მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ კოზირად სწორედაც იქნება გამოყენებული, რომ რუსეთს მიეცემა გარანტია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება. ანუ ეს არისო ჩვენი მხრიდან დათმობა და ჩვენ გვსურს, რომ ის ძვირად გავყიდოთო. ამიტომ NATO-ში უკრაინის არანაირ გაწევრიანებაზე საუბარი არ მიდის, და წერტილი. ყველა დეკლარაცია არის მხოლოდ დეკლარაცია, განცხადებები არის მხოლოდ სიტყვები. ჩემი დიდი სურვილია, რომ უკრაინა ნატოს წევრი იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე საუბარი არ მიდის. ეს არ სურთ NATO-ს წევრ ქვეყნებს - განაცხადა დიმიტრი გორდონმა.

გორდონი ადრე უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი და აცხადებდა, რომ NAO-ში უკრაინის გაწევრიანება უახლოესი წლების პერსპექტივაა. წელს გორდონმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში 2024 წელს დასრულდება.

დღის ამბები