22 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1 ოქროს, 3 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვა

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024), სადაც 1 ოქროს, 3 ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვა.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიანმა, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – გიორგი კეკენაძემ და მირზა შანიძემ. საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა წულაია.

"მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება" - ასე აფასებს წარმატებულ ასპარეზობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

"მინდა, მოსწავლეებს მივულოცო მიღწეული წარმატება. მჯერა, თქვენი შემართებით მომავალში კიდევ მრავალ გამარჯვებას მოიპოვებთ და თქვენი ცოდნით საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ არაერთხელ ასახელებთ ჩვენს ქვეყანას.

მეამაყება, რომ საქართველოს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს და სწორედ ეს გამორჩეული თაობა ქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარების უმყარეს საფუძველს", - აღნიშნავს გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები