22 ნოემბერი 2024,   10:10
ვრცლად
შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება

შეიქმნა ორგანიზაცია "ემ გიდი", რომელიც ემიგრანტებს დაეხმარება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში. საიტისა და ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ახალი პლატფორმა ემიგრანტებს საარჩევნო სიებში დარეგისტრირებასა და კონსულტაციაში დაეხმარება.

ორგანიზატორის განცხადებით, ორგანიზაცია სრულად აპოლიტიკურია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ორგანიზაციაში ყველა პროფესიის ადამიანია გაერთიანებული.

"დავაფუძნეთ პლატფორმა "ემ გიდი", რომელმაც გააერთიანა ძალიან დიდი გუნდი, სადაც შედიან ექიმები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, მოსამართლეები. "ემ გიდი" დაეხმარება მოქალაქეებს რეგისტრაციაში, რომ მათ - ნებისმიერ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მიღებაში", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

დღის ამბები