ხორვატიაში, მოხუცთა თავშესაფარში, შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. შემთხვევა ქალაქ დარუვარში მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის მალევე, ახლომდებარე კაფეში დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ომის ვეტერანია. მან მოხუცთა თავშესაფარში დედა და იქ მყოფი სხვა პირები მოკლა.