აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მას შემდეგ რაც დღეს საპრზიდნტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.
როგორც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს, ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და არჩევნებშიც ახლა უკვე სწორედ ჰარისს უცხადებს სრულ მხარდაჭერას.
"კოლეგებო, დემოკრატებო, გადავწყვიტე არ მივიღო მონაწილეობა და ჩემი ენერგია მივმართო პრეზიდენტის მოვალეობებზე ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდში. დღეს მსურს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს და წარვადგინო, იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი. დემოკრატებო, დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი, გავაკეთოთ ეს", - წერს ჯო ბაიდენი.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდდატურის მოხსნის შესახებ რამდენიმე საათის წინ დაწერა.