"თუ ქართულ სიმღერაში არსებობს მწვერვალი, ის ნამდვილად მისი დამკვიდრებულია და ძალზე რთულია მის სტანდარტთან მიახლოება" - ეს სიტყვები ნანი ბრეგვაძეზეა ნათქვამი. ლეგენდა, რომელიც სცენაზე 73 წლის წინ ავიდა და მას შემდეგ სცენაზე დგას - ნანი ბრეგვაძე დღეს იუბილარია.
ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არის ნათელი მაგალითი იმის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 88 წლის ნანი ბრეგვაძე ახლაც კონცერტისთვის ემზადება. 2 დღეში ის საკუთარ შვილთან და შვილიშვილთან ერთად, კიდევ ერთხელ დაიკავებს სცენას.
ავტორები: ზაკ მირიანაშვილი, ლევან ლომაძე