საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება გრძელდება. პროცესის მიმდინარეობას ამჯერად ცესკოს თავმჯდომარე ბათუმში დააკვირდა. გიორგი კალანდარიშვილი ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასწარ განსაზღვრული 89 ადგილიდან შეარჩიონ ერთ-ერთი; გაიარონ რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში.